ნეტგაზეთი | ლანჩხუთში ერთი ადამიანი დავაკავეთ, რადგან “კანონიერ ქურდს” მიმართა — შსს ლანჩხუთში ერთი ადამიანი დავაკავეთ, რადგან “კანონიერ ქურდს” მიმართა — შსს – Netgazeti

ლანჩხუთში ერთი ადამიანი დავაკავეთ, რადგან “კანონიერ ქურდს” მიმართა — შსს

შსს-ს ცნობით, 7 თებერვალს ლანჩხუთში დააკავეს 39 წლის ადამიანი, ინიციალებით გ.მ, რადგან მან “კანონიერ ქურდს” მიმართა “საქმის გასარჩევად” და თანაქალაქელებს თანხა გამოსძალა.

შსს-ს ვერსიით, გამოძიებამ დაადგინა, რომ “ბრალდებულმა, ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ “კანონიერ ქურდს” – თენგიზ ხოფერიას მიმართა”. მათივე ცნობით, ხოფერიამ ვიდეოზარის მეშვეობით “გაარჩია საქმე”, რის შედეგადაც ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა.

უწყების ინფორმაციით, ხოფერია 2018 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცეს.

“2018 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დააკავა „ქურდული სამყაროსა“ და კრიმინალური დაჯგუფებების 198 წევრი, რომელთაგან 13 ე.წ. კანონიერი ქურდია, ხოლო 28 პირს ბრალი კანონის ახალი მუხლებით წარედგინა”, – წერია შსს-ს გავრცელებულ პრესრელიზში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com