ნეტგაზეთი | გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს – ბატიაშვილი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს – ბატიაშვილი – Netgazeti
RU | GE  

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს – ბატიაშვილი

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება.

როგორც ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.

“უნდა ვთქვათ, უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და ჩვენც და მსოფლიო ბანკსაც გვაქვს ხედვა, რომ ეს უნდა იყოს performance based მოდელზე შემუშავებული, რომელიც არის ინდიკატორებზე და რომელმაც უნდა მოგვცეს ის მიმართულებები, რისკენ მოვახდინოთ წახალისება. ეს იქნება მეცნიერების კომპონენტი, პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი, მსოფლიო ბანკი ასრულებს მუშაობას კვლევაზე. პირდაპირ რაც შემიძლია გითხრათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე”, – განაცხადა ბატიაშვილმა და დასძინა, რომ ვაუჩერული სისტემა დარჩება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.