ახალი ამბები

ჩვენ გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები – სალომე სამადაშვილი

7 თებერვალი, 2019 •
ჩვენ გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილის თქმით, დიპლომირებული, მაგრამ უვიცი დიპლომირებული საზოგადოების პირობებში სიღარიბის დაძლევას კიდევ მრავალი თაობის განმავლობაში  ვერ შევძლებთ.

ამის შესახებ სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მინისტრს უსმენენ.

“ჩვენ დღეს მოვისმინეთ თქვენი გამოსვლა, თუმცა მე პირადად ბევრი შეკითხვა დამრჩა იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად როგორ ვაპირებთ, გავაუმჯობესოთ ან საშუალო, ან უმაღლესი განთლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. დამეთანხმებით, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. საერთაშორისო შეფასებით, გვაქვს გამოწვევა უკვე წერა-კითხვის ცოდნასთანაც კი. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ საქართველოში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, ყველა, ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს იმას, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახლემწიფოებში 30%-ზე მეტი, როგორც წესი, ვერ იღებს დიპლომს. შედეგად, ჩვენ გვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადმაიანები. ეს ქმნის იმ პრობლემას,  რომ კიდევ რამდნეიმე თაობით ვერ შევძლებთ სიღარიბის პრობლემის დაძლევას ასეთ უვიც, დიპლომირებული საზოგადოების პირობებში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატი დაინტერესდა, ამ ფონზე რატომ მოხდა კანონის ინიცირება, რომელიც გაუადვილებდა ავტორიზაციის მიღებას ხარისხის პრობლემის მქონე უმაღლეს სასწავლებლებს, და შემდეგ შეჩერდა, ხომ არ იყო აქ კორუფციული ინტერესები?!

მასალების გადაბეჭდვის წესი