ახალი ამბები

რეფორმა გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმებით არ უნდა დაწყებულიყო – ზვიად კვაჭანტირაძე

7 თებერვალი, 2019 •
რეფორმა გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმებით არ უნდა დაწყებულიყო – ზვიად კვაჭანტირაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას, ისევე, როგორც ეროვნული გამოცდებიდან უნარების სავალდებულო გამოცდების ჩამონათვალიდან ამოღებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

კვაჭანტირაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა სასკოლო რეფორმასა და СAT-ის გამოცდებთან დაკავშირებით.

“მეც მყავს უმცროსი შვილი სკოლის მოსწავლე. ის და მისი მეგობრები აღფრთოვანებით შეხვდდნენ თქვენს განზრახვას გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით. არ მინდა, მათ ვაწყენინო, მაგრამ ამ ენთუზიამზს ვერ გავიზიარებ. მიმაჩნია, რომ გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმებით რეფორმა სკოლაში არ უნდა დაწყებულიყო. დღემდე ვერ მოვისმინე საკმარისი არგუმენტები იმის მხარდასაჭერად, რომ გამოცდების მოხსნით დავიწყოთ რეფორმა. რა სტიმულებია ისეთი, რომელიც ჩაანაცვლებს ამ გამოცდებს, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ?!”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, დეპუტატის თქმით, არასწორია ქართულზე და მათემატიკაზე უნიფიცირება.

“ვინც ფიზიკაზე აბარებს, რატომ უნდა ჩააბაროს მათემატიკის გამოცდა და არა ფიზიკის? ზოგადი უნარების გამოცდა კი არის ის, რასაც მომზადება არ სჭირდება ნორმალური სწავლის პირობებში”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა და ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ბატიაშვილის ინიციატივა ასევე ითვალისიწნებს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდების მოხსნას მე-11 და მე-12 კლასებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი