ახალი ამბები

Gulf Georgia: ხანძარი ავზიდან საწვავმზიდში ბენზინის ჩასხმისას გაჩნდა

30 ივლისი, 2014 • • 1296
Gulf Georgia:  ხანძარი ავზიდან საწვავმზიდში ბენზინის ჩასხმისას გაჩნდა

“ამ წუთისათვის მოხდა ხანძრის ლოკალიზება, საწვავმზიდს წაეკიდა ცეცხლი, სულ რამოდენიმე ხნის წინ. მოხდა ძალიან ოპერატიულად სამაშველო ბრიაგდის მოსვლა ადგილზე. ხანძარის ახალი კერები არ არის გაჩენილი. არ არის არც ერთი დაშავებული” – განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა ნინო ჯიბლაძემ.

 

ჯიბლაძის ინფორმაციით, “ხანძარი განაპირობა ავზიდან საწვავმზიდში ბენზინის ჩასხმისას წარმოქმნილმა ვითარებამ. რა მოხდა არ ვიცით, ვიმედოვნებთ, რომ გამოარკევევს კომპანია და დაგვეხმარებიან შესაბამისი ორგანოებიც”.  

 

როგორც 112–ის პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძახება ფეიქების ქუჩაზე ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შევიდა, ადგილზე გაიგზავნა 10–მდე სახანძრო მანქანა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ამის შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი