ახალი ამბები

Gulf Georgia: ფეიქრების ქუჩაზე კომპანიის კუთვნილი ნავთობმზიდი იწვის

30 ივლისი, 2014 • • 2457
Gulf Georgia: ფეიქრების ქუჩაზე კომპანიის კუთვნილი ნავთობმზიდი იწვის

კომპანიის პრესსამსახურის ნინო ჯიბლაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე სახანძრო მანქანებია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება ხდება: “რა ინფორმაციაც მაქვს, ცეცხლი ნავთობმზიდს გაუჩნდა და ცეცხლის კერა ნავთობბაზაზე არ გადასულა.”

 

ჯიბლაძის განცახდებით, კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ და დამატებითი ინფორმაცია ხანძრის მიზეზებზე და ზარალზე მოგვიანებით გავრცელდება. 

 

თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე ნავთობბაზა იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” 112–ში დაუდასტურეს.

 

როგორც 112–ის პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძახება რამდენიმე 11:40 საათზე შევიდა, ადგილზე გაგზავნილია 10–მდე სახანძრო მანქანა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ამის შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი