თბილისის მერის განცხადებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა, რომლის თერაპიასაც მერია აფინანსებს, 850-დან 1000-მდე გაიზრდება.
კალაძის თქმით, ეს ინიციატივა საკრებულოში ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დააყენა, რაც შემდეგ მერიამ გაითვალისწინა.
მერის თქმით, ამჟამად დაფინანსების მოლოდინში აუტიზმის მქონე 130 ბავშვია.