ფეისბუკის “მესენჯერი” დღეიდან ამატებს ახალი ფუნქციას, რომლის წყალობითაც შეგეძლებათ, “უკან დააბრუნოთ” თქვენ მიერ გაგზავნილი წერილები.
მესიჯების “უკან დასაბრუნებლად” მხოლოდ 10 წუთი გექნებათ. მესიჯის წასაშლელად შეცდომით გაგზავნილ ტექსტს უნდა დააკლიკოთ, შემდეგ მონიშნოთ Remove და აირჩიოთ Remove for Everyone. ჩატში მყოფი ადამიანი გაიგებს, რომ თქვენი მესიჯი წაშალეთ, თუმცა წაშლილ ტექსტს ვერ ნახავს.
The Verge-ის ინფორმაციით, ახალი ფუნქცია მესენჯერის აპლიკაციის უახლეს ვერსიას დღეს ემატება.