ახალი ამბები

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს – სუსი

5 თებერვალი, 2019 •
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს – სუსი

სუს-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული სასულიერო პირი დავით დურგლიშვილი ცხინვალიდან გაათავისუფლეს.

შიდა ქართლში დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა სასულიერო პირი 4 თებერვალს დააკავეს.

სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გუშინვე ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი