ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიხაკო წერეთლის ახალი ხელნაწერების გამოცემას გეგმავს

29 ივლისი, 2014 • • 1015
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიხაკო წერეთლის ახალი ხელნაწერების გამოცემას გეგმავს

ჩიტაშვილის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზრუნებს იმაზე, რომ ეს ხელნაწერები გაციფულრდეს და ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული პირებისთვის.

“ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში გახლავს ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ ვიცით, ცოცხალი ისტორიები, რომლის კვალობაზეც იქმნება საერთოდ სოციალური სივრცე. ეს აღმოჩენა უპირველეს ყოვლისა ადასტურებს იმას, რომ უახლოესი წარსულის სოციალურ სივრცეში კიდევ ერთი ბნელი ლაქა შეივსო. მიხაკო წერეთელი იყო ჩვენი პროფესორი, არაფერი რომ აღარ ვთქვათ იმაზე, რომ ის ეკუთვნოდა მთელ საქართველოს. ჩვენ ვალდებულები ვართ, როგორც აკადემიური ორგანიზაცია, აღვადგინოთ ყველაფერი ის, რაც ეხება ინტელექტუალურ განვითარებას საქართველოში”, – აცხადებს მარინე ჩიტაშვილი.

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ აღნიშნული ხელნაწერები არ არის აღრიცხული ინვენტარში და მათი ბიბლიოთეკაში შემოსვლის პერიოდიც უცნობია. როგორც ვარაუდობენ, მასალები არ იყო აღრიცხული ჩვეულებრივი წესით იმის გამო, რომ ისინი განეკუთვნებოდნენ “აკრძალულ” ან “შეზღუდულ” ლიტერატურას.

“ძალიან დიდი ვარაუდი არის იმისა, რომ იქ იქნება დიდი მასივი იმ ახალი იდეების, რომელიც წაადგება მეცნიერების განვითარებას” – აცხადებს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე შერვაშიძე.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში იგი აქტიურად ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის” ერთ-ერთი ხელმღძვანელი, საქართველოს დემოკრატიული მისიების ხელმძღვანელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში, ასევე პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის “თეთრი გიორგის” ერთ-ერთი ლიდერი.

 

სამეცნიერო თვალსაზრისით მიხაკო წერეთელი იყო საქართველოში სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი,  პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, რუსთველოლოგი და ემიგრანტი მეცნიერი. იგი დღემდე რჩება ერთადერთ მეცნიერად, რომელიც ფლობდა ყველა აღმოსავლურ (ლურსმულ) და ქართულ ენას.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

მასალების გადაბეჭდვის წესი