“ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან ბრალი წარდგენილი უნდა იქნეს 24 საათში. იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ მიხეილ სააკაშვილისთვის მიგვეცა გონივრული ვადა სურვილის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადების და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის, რაც აშკარად გართულდებოდა  24 საათიანი ვადის დაწესებით, სწორედ ამიტომ მისი დაბარება მოხდა რამდენიმე დღით ადრე მოწმის სტატუსით, რაც არ წარმოადგენს არც საპროცესო კოდექსის და არც მისი უფლებების დარღვევას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს გაეგზავნება უწყება ბრალდების წარსადგენად გამოცხადების თაობაზე:

 

“ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ოჯახს ეძლევა საშუალება ადვოკატის აყვანის, რომელსაც ჩაბარდება დადგენილება და ბრალდების წარდგენა მოხდება ადვოკატის მეშვეობით. ანალოგიური პროცედურები განხორციელდება დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართაც, რომლებიც ასევე თავს არიდებენ გამოძიებას. რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და გიორგი უგულავას, მათთვის ბრალდების წარდგენა მოხდება საპატიმრო დაწესებულებაში. ბრალდების დაუსწრებლად ადვოკატისთვის წარდგენის შემდგომ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

იურისტების განმარტებით, თუკი სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდება.

 

პროკურატურა
პროკურატურა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *