“თუკი დაკითხვაზე არ ჩამოვიდა, ახლა, მითუმეტეს, ცხადია, არ ჩამოვა. თავისთავად სააკაშვილის მიმართ ისინი ახალს ვერაფერს გააკეთებენ. თუ კიდევ სიმბოლურად მოითხოვენ საერთაშორისო ძებნას, ეს იურიდიული თამაშები იქნება. სადაც კეზერაშვილი არ გამოუგზავნეს, სააკაშვილს ხელს არავინ ახლებს, და ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საერთაშორისო მხარდაჭერას არ გაზრდის, პირიქით, – ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედებს. ნუ როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ უღირს.”  

 

ნოდია მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წადგენა ზოგადად ხელისუფლების მოქმედებებიდან გამომდინარე ალოგიკური არ ყოფილა.

 

“როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა. ასეა აწყობილი ჩვენი ძალაუფლების სისტემა. ბევრი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინდიკატორიდან ჩანს რომ, ძირითად და კარდინალურ საკითხზე, ივანიშვილის გარეშე ღარიბაშვილი ან პროკურატურა ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არ მაქვს რკინის საბუთი, მაგრამ ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ცხადია. მოტივი, შეიძლება იყოს სიჯიუტე, აი, უკვე დამთავრდა არჩევნები, მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, და ნუ, რატომაც არა. გარდა ამისა, შეიძლება იყოს, ის რომ ზოგადად, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბოლომდე ვერ განადგურდა, რადარებიდან ვერ გაქრა. ხოლო ქართული ოცნების რეიტინგი საგანგაშო არ არის, მაგრამ ყოველშემთხვევაში, განუხრელად მცირდება, და ამ პირობებში, შეიძლება 2016 წლის არჩევნებისთვის პრობლემები შეიქმნას და საჭიროა ახალი შეტევა “ნაციონალურ მოძრაობაზე,”- ამბობს ნოდია. 

 

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა ის არგუმენტი, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა მისთვის ბრალის წარდგენის მიზეზად. 

 

“ეს ვარაუდია, რომელსაც შეიძლება რაღაც საფუძვლები ჰქონდეს, მაგრამ მე პირადად, არ მივიჩნევ, რომ აუცილებლად ამას უნდა დავუკავშიროთ, თუმცა, თეორიულად, გამორიცხვაც არ შემიძლია, რომ ჩვენს ხელისუფლებას რაღაც კონტაქტები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მაქვს განწყობა, რომ ძირითად მიზეზად ეს ჩავთვალო.”

 

სააკაშვილის განცხადებით, ამჟამად მისი ჩამოსვლა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

 

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დღეს, 28 ივლისს წარუდგინა, ამის თაობაზე, სპეციალური ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში გაიმართა. სააკაშვილთან ერთად ბრალი წარედგინათ მერაბიშვილს, უგულავას, კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. პროკურატურის ინფორმაციით “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *