საპარლამენტო უმრავლესობის წევრ,ს ნინო წილოსანს მშობელმა ნაღდი ფული 2018 წელსაც აჩუქა. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს წილოსანმა მშობლისგან 50 ათასი ლარი მიიღო საჩუქრად. მშობლისგან მიღებული თანხის ოდენობა 2017 წელს 100 ათასი ლარი იყო.
რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, შპს მკურნალი 2002-იდან გასულ წელს წილოსანმა 39 ათასი ლარი მიიღო. 2017 წელთან შედარებით, ამ კომპანიიდან წილოსანის შემოსავალი 9 ათასი ლარით გაიზარდა. ამ კომპანიაში წილოსანი 52%-ს ფლობს.
საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის სახით წილოსანს 56 835 ლარი აქვს აღებული. 2018 წელს დეპუტატმა იჯარის ხელშეკრულებიდან, ჯამში, 41 611 ლარი შემოსავლის სახით მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანმა გასულ წელს 50 ათას ლარად ავტომანქანა შეიძინა.