ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა ამჯერად სასულიერო პირი დააკავეს

4 თებერვალი, 2019 • 1180
რუსმა სამხედროებმა ამჯერად სასულიერო პირი დააკავეს

შიდა ქართლში დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი სუს-ზე დაყრდნობით იწუება, დაკავებული ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითია.

“ნეტგაზეთმა” ინფორმაციის გადამოწმება ასევე სცადა სუს-სა და საპატრიარქოში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ ადამიანის დაკავების ფაქტს ადასტურებენ, დეტალებზე კი არ საუბრობენ. მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს აქვს.

სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი