ახალი ამბები

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

4 თებერვალი, 2019 •
მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაუდასტურეს.

ბოლო დროს მსახიობი ავადმყოფობდა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტისა და დამსახურებული არტისტის ჯილდოები.

მსახიობი არაერთ ქართულ ფილმში თამაშობდა, მათ შორის, “თოჯინები იცინიან”, “დათა თუთაშხია” და სხვ. სხვადასხვა წლებში საქმიანობდა რუსთაველის, მარჯანიშვილისა და სხვა თეატრებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი