21 იანვრის საღამოს გაუჩინარებული მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელშიც ფეხბურთელი ემილანო სალა იმყოფებოდა, ნაპოვნია. ამის შესახებ ბრიტანული სპორტული მედია ფეხბურთელის ოჯახზე დაურდნობით იუწყება.
თვითმფრინავი ლამანშის ფსკერზე იპოვეს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავში 2 ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით არც ერთი მათგანი ნაპოვნი არ არის. ივარაუდება, რომ ორივე მათგანი გარდაცვლილია.
თვითმფრინავი საფრანგეთიდან უელსში, ქალაქ კარდიფის მიმართულებით მიფრინავდა. ემილიანო სალა საფეხბურთო კლუბმა “კარდიფ სიტიმ” ცოტა ხნის წინ შეიძინა, კონტრაქტს ხელი იანვარში მოეწერა.
ემილიანო სალა “კარდიფ სიტისთვის” რეკორდული შენაძენი იყო. საფეხბურთო კლუბმა ფეხბურთელში 15 მილიონი ფუნტი (19.3 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხადა.