ახალი ამბები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის წევრობის აუცილებელი პირობაა

3 თებერვალი, 2019 •
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის წევრობის აუცილებელი პირობაა

ევროკავაშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საბჭოთა ბლოკის ყოფილმა წევრებმა იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეძლონ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატარონ.

Associated Press-ის ინფორმაციით, ამ განცხადებაში მოგერინი უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე უთითებდა, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები აკავშირებთ.

მოგერინის თქმით, მართალია EU სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ერევა, თუმცა “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის კომპასია”. მოგერინიმ ეს კომენტარი ბუქარესტში გააკეთა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელესკანუმ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს “წითელი ხაზები” უწოდა. რუმინეთი ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 24 თებერვალს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი