ახალი ამბები

უგულავა კიევში ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო

3 თებერვალი, 2019 •
უგულავა კიევში ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მიძღვნილ საზეიმო წირვას და უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიგი უგულავა ულოცავს უკრაინელ ხალხს ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი განცხადებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიაციალური წარმომადგენლები არ ესწრებიან საზეიმო წირვას.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ძალიან ბევრი თაობის ოცნება ასრულდა დღეს, როდესაც ვზეიმობთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი საჭეთმყობრლის ინტრონიზაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები არ იმყოფებიან. არ იმყოფება საქართველოს ელჩი (საელჩოს ინფორმაციით, ელჩი გელა დუმბაძე ცერემონიაზე იმყოფებოდა), ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს მთავრობას კარგად არ აქვს გაცნობიერებული ამ ფაქტის ისტორიული მნიშვნელობა. ძალიან დიდი დღე არის დღეს  მართლმადიდებლურ სამყაროში, პრაქტიკულად ახალი ეკლესია დაიბადა რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს მართლმადიდებლური ქვეყნების ცხოვრებაში. ევროპული საქართველოს დელეგაციას გვაქვს პატივი დღეს ვიყოთ აქ და მივულოცოთ უკრაინელ ერს და უკრაინის სახელმწიფოს ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი“, – აცხადებს უგულავა პარტიის პრესსამსახურის ცნობით.

როგორც ცნობილია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელისუფლება აცხაებს, რომ ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა.  ცერემონია კიევის წმინდა სოფიას სახელობის კათედრალში მიმდინარეობს.

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა

მასალების გადაბეჭდვის წესი