საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც “როგორც ანაკლიელები აცხადებენ, კაზანტიპის პროექტისგან უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს ელოდებიან”.

სააგენტოს ცნობით, ადგილობრივები უკმაყოფილოები არიან იმ განცხადებებით, რაც კაზანტიპის ჩატარების მოწინააღმდგეებმა გააკეთეს. ანაკლიელების განცხადებით, კაზანტიპის ჩაშლის უფლებას არავის მიცემენ. სააგენტო ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც რამდენიმე ადგილობრივი პროექტის შედეგად გაზრდილ შემოსავლებზე საუბრობს.  26 ივლისს კაზანტიპის ფესტივალის მოწინააღმდეგეები თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას მართავენ ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობს მართლმადიდებელი მღვდლებიც გეგმავენ.

 


ტურიზმის ადმინიტრაციის ცნობით კი, კაზანტიპთან დაკავშირებით ანაკლიაში უკვე გარემონტდა საოჯახო სასტუმრები, გაიხსნა ახალი კვების ობიექტები.


“პროექტ კაზანტიპთან დაკავშირებით ანაკლიაში აგვისტოს თვეში უკვე დაჯავშნილია ყველა სასტუმრო. ანაკლიისა და განმუხურის გარდა მოსახლეობა სახლებს აქირავებს ახლომდებარე სოფლებშიც, დარჩელსა და კახათში. საოჯახო ტიპის სასტუმროებში ერთი ოთახის ფასი 15დან-80 ლარამდე მერყეობს”, – აცხადებენ უწყებაში.


კაზანტიპის ფესტივალი/ფოტო კაზანტიპის ფეისბუკ-გვერდიდან
კაზანტიპის ფესტივალი/ფოტო კაზანტიპის ფეისბუკ-გვერდიდან

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *