ახალი ამბები

ძმის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს

1 თებერვალი, 2019 •
ძმის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ძმის მკვლელობისთვის 1987 წელს დაბადებული პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების ცნობით, ინციდენტი დღეს, პირველ თებერვალს, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ბრალდებულის სახლის ეზოში მოხდა. ინფორმაციის თანახმად, მან თავის ძმას – 1994 წელს დაბადებულ პირს გადაჭრილი თოფიდან ესროლა და მიიმალა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

დაკავებულის მიმართ გამოძიება სსკ-ს 11-პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი