ახალი ამბები

არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

24 ივლისი, 2014 •
არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

როიტერის ცნობით, გადადგომის შესახებ განცხადება არსენ იაცენიუკმა, დღეს რადაში საღამოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა: “მე გადავდექი იმიტომ, რომ დაიშალა კოალიცია და დაიბლოკა სამთავრობო ინიციატივები”

 

იაცენიუკმა რადაში გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა პოლიტიკოსები და პარლამენტარებს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ მიიღონ კანონი ენერგოუსაფრთხოების შესახებ და გაზარდონ დაფინანსება ჯარის გასაძლერებლად.  

 

“პოლიტიკოსები რისკავენ, რომ დაკარგონ ათასობით ადამინების მხარდაჭერა. ეს ადამინები რამდენიმე თვე იდგნენ “მაიდანზე”. ისინი მხარს უჭერდნენ ევროინტეგრაციას და ისტორია არ გვაპატიებს ამას.”

 

იაცენიუკის განცხადებით, როდესაც პარლამენტი ბლოკავს ისეთ კანონპროექტს, რომელიც ენერგოობიექტების დაცვის გაძლერებას გულისხმობს, ამით უკრაინის მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს.

 

“ჩვენს ხელისუფლებას დღეს არ აქვს პასუხი, თუ როგორ გადაიხდის ხელფასებს, როგორ მიწოდებს ბრონირებულ ტექნიკას საწვავს და როგორ გადაუხდის ფულად კომპენსაციას იმ ოჯახებს, რომელთაც მარჩენალი დაკარგეს. ” 

 

არსენ იაცენიუკმა უკრაინის პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 2014 წლის 27 თებერვალს დაიკავა. შექმნა საპარლამენტო კოალიცია “ევროპული არჩევანი”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი