ჰიუ ბეილი თბილისში დღეს, 24 ივლისს 22:45 საათზე ჩამოფრინდება. 25 ივლისს იგი სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემეირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.
ჰიუ ბეილი ასევე ესტუმრება საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ნატოს სამოკავშირეო ოფისში შეხვდება. შაბათს კი თბილისს დატოვებს
დელეგაციის წევრეი არიან ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ბაკელენი, კარლ ლამპერსი. ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხულიო მირანდა-კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის დირექტორი ჰენრიკ ბლიდალი არიან.

