ახალი ამბები

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია გაამართლა

24 ივლისი, 2014 • • 1593
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია გაამართლა

შესაბამისად, გირაო, რომელიც გვარამიას 30 ათასი ლარის ოდენობით ჰქონდა გადახდილი, ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს.

 

“სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხორიელდებოდა სააპელაციო სასამართლოზე. ნამდვილად გამბედავი გადაწყვეტილებაა, სწორი, სამართლიანი და კანონიერი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამრთლოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 14 ნოემბერს თელასის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ გვარამია და სხვა პირები ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. ბრალდების მხარემ დავა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა. 

 

ნიკა გვარამიას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის მიხედვით – ქრთამის აღება, 194–ე მუხლი – ფულის გათეთრება, 210–ე მუხლი – ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება, 362–ე – ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენება და ცრუმეწარმეობაში დახმარება. 
 
 
ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ სცნობდა და ბრალის წაყენებას ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ში მის საქმიანობას უკავშირებდა.
 
 

გამოძიების ცნობით, “რუსთავი 2″– ის გენერალური დირექტორი  იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი, “კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის”, რომლის შედეგადაც მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო “ინტერ რაოსგან”.

 

 

გვარამია
გვარამია

გამოძიების ცნობით, სწორედ გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარს – გიორგი ნემსიწვერიძეს შპს „ელენდეფ სერვისი“ 2012 წლის 26 ივლისს, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხები, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარი, „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან – სს “ხრამჰესს 1,”  “ხრამჰესი 2”, ასევე “ მტკვარი ენერგეტიკი ”–დან და „თელასიდან“.

 

გამოძიების ცნობით, 2012 წლის 30 აგვისტოს გ. ნემსიწვერიძემ, გვარამიას დავალებით, „ელენდეფ სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე დაგროვილი თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და ნიკა გვარამიას გადასცა.

 

საქმეში გვარამიასთან ერთად ბრალდებულები იყვნენ: ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ასევე, კახაბერ დამენია, იზაბელა გუტიძე, გიორგი ნემსიწვერიძე, დევი კანდელაკი და აშოტ მანუკიანი. შვიდივე პირს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ედებოდა ბრალი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი