კუბლაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი პირადპირ გამოდის ტელევიზიის მეშოვებით, ასახელებს კონკრეტული მოსამართლის სახელსა და გვარს და მის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, პრემიერი პასიურობს და ამაზე რეაქციას არ აკეთებს:

 

“მეც ძალიან გაოცებული ვარ ირაკლი ღარიბაშვილის პასიურობით. მაშინ, როდესაც მისი მთავრობის წარმომადგენელი, მინისტრი გამოდის და მოსამართლეების მიმართ პირდაპირ ახორციელებს ზეგავლენას, ტელევიზიის პირდაპირი ეთერის მეშვეობით, გაოცებული ვარ, რატომ პასიურობს ის [პრემიერი], რატომ არ გამოდის და არ ამბობს, რომ ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა მოსამართლეებზე”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

კოტე კუბლაშვილის “პასიურობის” საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 23 ივლისს ისაუბრა ტელეკომპანია “იმედის” ეთერით. მისი თქმით, იგი გაკვირვებული დარჩა, როდესაც ნახა, რომ კუბლაშვილმა რეაქცია არ მოახდინა თბილისში 14 ივლისს ვიზიტად მყოფ იური ლუცენკოს განცხადებაზე, რომელიც მან ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე გააკეთა სააპელაციო სასამართლოში. 

 

“ბევრი ასეთი ავყია ადამიანი დადის ხოლმე სასამართლოში და თავის განცხადებებს აკეთებს. ეს მოსამართლეებისთვის უცხო არ არის და ისინი ძალიან კარგად უმკლავდებიან ასეთ შეფასებებს. თუკი ადამიანი ადგება და დარბაზში რაღაცას იტყვის, მათ აქვთ უფლებამოისლება, რომ ისინი დააჯარიმონ, ან დარბაზიდან გააძეონ. ეს ფაქტი თავისთავად არავითარ საფრთხეს არ ქმნის. ასეთ დროს  კი არ სჭირდება მოსამართლეებს დაცვა, არამედ ის, რომ არ გაგრძელდეს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირი თავდასხმები მოსამართლეთა მიმართ”, – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა ამ საკითხის კომენტირებისას.


კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *