ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ერევანი იძულებულია არჩევანი ცუდ და ძალიან ცუდ კავშირებს შორის გააკეთოს”

24 ივლისი, 2014 • • 977
“ერევანი იძულებულია არჩევანი ცუდ და ძალიან ცუდ კავშირებს შორის გააკეთოს”

“ერევანი იძულებულია არჩევანი ცუდ და ძალიან ცუდ კავშირებს შორის გააკეთოს,”- ეს განცხადება სომხეთის “ქრისტიანულ-სახალხო აღორძინების” პარტიის თავმჯდომარემ, სოს გიმიშიანმა 23 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

 

მისი აზრით, ისევე როგორც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, ასევე ევროკავშირს აქვს თავისი პლუსები და მინუსები და არ შეიძლება ცალსახად ითქვას, რომელი გაერთიანება სჯობს. 

 

ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სომხეთისთვის ოპტიმალური იქნობოდა თანამშრომლომა აღმოსავლეთთან, კერძოდ, ჩინეთთან და ინდოეთთან, და არა რუსეთთან, ან ევროკავშირთან. სოს გიმიშიანი დარწმუნებულია, რომ ამგვარად, ქვეყანა შეინარჩუნებმდა ეროვნულ თავისებურებებს, ღირებულებათა სისტემას და წარმატებით განავითარებდა ეკონომიკას. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, შეთანხმებას სომხეთის ევრაზიულ კავშირში მიერთების შესახებ ხელი ოქტომბრის ბოლომდე მოეწერება, 2015 წლის 1 იანვრამდე კი სომხეთი ევრაზიული კავშირის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს. 

 

სომხეთმა 2013 წლის სექტემებრში განაცხადა, რომ აპირებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას. სამოქმედო გეგმას კი სომხეთმა 2013 წლის 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.

 

ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსიაა გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.

 

სომხეთი არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილეც, თუმცა ევრაზიული არჩევანის გამო მას შესაძლოა ვეღარ გააფორმოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.
 

სოს გიმიშიანი; ფოტო: news.am
სოს გიმიშიანი; ფოტო: news.am

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი