ახალი ამბები

ღარიბაშვილი მარგველაშვილზე: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ჩვენს შორის

23 ივლისი, 2014 • • 914
ღარიბაშვილი მარგველაშვილზე: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ჩვენს შორის

პრეზიდენტთან დაკავშირებული ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს, 23 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა. 

 

“ის, რაც გუშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ გარკვეული დისტანცირება არსებობს, ეს ფაქტია. ჩვენ არ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და არც არის საჭირო, რომ გვქონდეს. იმიტომ რომ მთავრობა არის დისტანცირებული, მთავრობას აქვს საკუთარი კომპეტენცია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს. ეს ჩვენ გვაქვს გაწერილი კონსტიტუციაში. არაფერი უჩვეულო არ არის იმაში, რომ ბევრი კანონი შეცვლილია და მოსაყვანი იყო შესაბამისობაში ახალ კონსტიტუციასთან. მახსოვს სრულიად უსაფუძვლოდ ატეხეს გარკვეული აჟიოტაჟი უფლებამოსილებებზე. მე ხაზს ვუსვამ, პრეზიდენტი არის ჩვენი გუნდის წევრი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული კანდიდატურა. ჩვენი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი