“100%-ით გამორიცხულია, რომ ოდიშარიას გათავისუფლება საყდრისს უკავშირდება. თუ საყდრისის თაობაზე იქნებოდა აუტანელი და მოუთმენელი მისი იქ დარჩენა, რა თქმა უნდა, მე მანამდე გავათავისუფლებდი ბატონ გურამს,”- განაცხადა ღარიბაშვილმა. 


მისივე თქმით,  მიხეილ გიორგაძე იქნება ბევრად ეფექტური, პროგრესული, მობილიზებული.


“და თავისი კრეატიული აზროვნებით, თავისი გუნდით შეიტანს ძალიან ბევრ პოზიტიურ ცვლილებებს.”


ღარიბაშვილი ამბობს, რომ კულტურის მინისტრის შერჩევას განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმო.


“კულტურის სფერო არის ძალიან რთული. საქართველოში, მით უმეტეს, ყოველთვის დიდი ყურადღებით არჩევდნენ კულტურის მინისიტრებს და ყოველთვის ხშირი კრიტიკა ისმოდა და ისმის კულტურის მისამართით. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. ბატონი გურამ ოდიშარია არის ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ძალიან წესიერი ადამიანი, მაგრამ ალბათ მას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და შეცდომები მენეჯმენტში. არ მინდოდა ნაჩქარევად მიმეღო გადაწყვეტილება, კულტურის მინისტრის კანდიდატურას დავუთმე საკამრისზე მეტი დრო, და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. მიხეილ გიორგაძის შერჩევით, სხვა გზავნილი გავუგზავნე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომ ჩვენ გვსურს თანამედროვე მოაზროვნის, პროგრესული ადამიანის დანიშვნით გვსურს რეალური წინსვლა დაიწყოს ამ სფეროში. მიმაჩნია, რომ მიშას აქვს გამოცდილება, ის წარმატებულია თავის საქმიანობაში. მას და მის გუნდს ვიცნობ რამდენიმე წელია, ძალიან კარგი ადამიანები არიან, საკმაოდ კარგი კვალიფიკაციის, მათ უყვართ თავისი საქმე, იციან როგორ აკეთონ თავისი საქმე და, რაც მთავარია, მათ აქვთ ძალიან მაღალი სტანდარტი ხარისხის, და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც შევარჩიე მე მიხეილ გიორგაძე.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *