მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი შემოსავალი, 12,765,350 ლარი, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”–მა მიიღო. აქედან ძირითადი შემოსავალი, 10,062,373 ლარი “რუსთავი 2”–ში რეკლამიდან შევიდა, 2,489,993 ლარი- სპონსორებისგან, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი საეთერო დროის გაყიდვაზე და სხვა შემოსავლებზე მოდის.
მეორე ადგილს “ტელეიმედი” იკავებს, რომლის შემოსავალმაც 6,315,139 ლარი შეადგინა. თანხის უმეტესი ნაწილი, 4,433,347 ლარი “ტელეიმედმაც” რეკლმიდან მიიღო, ხოლო
1,864,063- სპონსორებისგან.
2,254,143 ლარი შეადგინა 2014 წლის პირველ კვარტალში სტუდია “მაესტროს” საერთო შემოსავალმა.
969,249 ლარი მიიღო “საქართველოს მედია ქსელმა”. “რუსთავი 2”–ის, “ტელეიმედისა” და “მაესტროსგან” განსხვავებით, “საქართველოს მედია ქსელის” ძირითად შემოსავალს კონტენტის რეალიზება წარმოადგენდა.
ტელეკომპანია “კავკასიის” შემოსავალმა კი 221,336 ლარი შეადგინა, აქედან სარეკლამო შემოსავალი 184,241 ლარია.
მაუწყებლების შემოსავლების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

