ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ყაზტრანგაზ-თბილისის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ ინარჩუნებს.
მამუკა კობახიძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ.
ყაზტრანგაზის დირექტოირის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა გაავრცელა. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, მამუკა კობახიძის ადგილს გიორგი შარკოვი დაიკავებს.
- 29 იანვარს, ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და ახალი მენეჯმენტის მიერ მაკონტროლებელი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის მოთხოვნით, ამ კომპანიის მთავარ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
ვრცლად:
კლავსტრანგაზი! – ელისაშვილის აქცია ყაზტრანგაზის ოფისთან [ვიდეო]