ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის მედიების მემორანდუმი

23 ივლისი, 2014 • • 1037
სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის მედიების მემორანდუმი

“ამ მემორანდუმის ხელმოწერით ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყება,”- განაცხადა ვიაჩესლავ გობოზოვმა, სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ. 


ჩრდილოეთ ოსეთის დელეგააციის წევრის, ჩერმენ მაკიევის თქმით, თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის საკითხი ადრევე მომწიფდა, ვინაიდან “ადამიანებს ჩრდილოეთით აინტერესებს, რა ხდება ოსეთის სამხრეთ ნაწილში და პირიქით.”

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების საინფორმაციო პოლიტიკის სრულყოფისთვის პირობების შექმნას, ეფექტურ თანამშრომლობას, ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას და ა.შ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი