ახალი ამბები

კონსტანტინოპოლი სრული გაგებით ეკიდება ჩვენს აუჩქარებლობას – მიტროპოლიტი შიო

30 იანვარი, 2019 • 2072
კონსტანტინოპოლი სრული გაგებით ეკიდება ჩვენს აუჩქარებლობას – მიტროპოლიტი შიო

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო პატივს სცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აუჩქარებლობას უკრაინის საკითხზე – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყრდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია, რომ ისინი არ ჩამოსულან, რათა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აუჩქარებლობას, ამ ეტაპზე რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა მან საპატრიარქოში კონსტანტინოპოლის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიას უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება.

“სამწუხაროდ, ჩვენთან არის განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ვიღაცის მიერ რაღაცნაირად ასოცირდება, რომ ეს არის რუსულ გავლენა. სინამდვილეში, დღეს თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას.

…როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან. ბუნებრივი პროცესია, ისტორიაში სულ ასე იყო: ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც ტავს იკავებს, ვიღაც წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ჩვენი მიზანი არ იყო აზრების თავს მოხვევა საქართველოს ეკლესიისთვის – მიტროპოლიტი ემანუელი

მასალების გადაბეჭდვის წესი