ახალი ამბები

მარგველაშვილი: უგულავას მორატორიუმის მომენტში დაკავება ჩემთვის სასიამოვნო არ იყო

22 ივლისი, 2014 • • 1267
მარგველაშვილი: უგულავას მორატორიუმის მომენტში დაკავება ჩემთვის სასიამოვნო არ იყო

 “ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე იმის განცდა, რომ სასამართლოს არ უნდა ვენდო, რადგან ნაციონალური მოძროაბა თვლის, რომ უგულავა პოლიტიკური დევნის ქვეშ არის, არ მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემთვის არ იყო სასიამოვნო, რომ მაინცდამაინც მორატორიუმის მომენტში მოხდა გიგი უგულავას დაკავება… არა იმიტომ, რომ მე ამას პოლიტიკურ დევნად მივიჩნევ, პოლიტიკური თვალსაზრისითაა არასწორი: გამოაცხადო მორატორიუმი და შემდეგ დააპატიმრო. მორატიუმი ეს არის დამატებითი ქმედება, რომლის ვალდებულებაც ხელისუფლებამ აიღო საკუთარ თავზე არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის იყო შეუსაბამობა იმ განცხადებასთან, რომელიც მორატორიუმით განხორციელდა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ აქედან გამომდინარე გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მივიჩნევ, მე ასეთი შეგრძნება არ მაქვს. მე ვუყურებ სასამართლოს, იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში და იქიდან გამომდინარე გავაკეთებ ჩემს განცხადებებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.


გიორგი მარგველაშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია
გიორგი მარგველაშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

მასალების გადაბეჭდვის წესი