ახალი ამბები

ანონსი – 23 ივლისი

22 ივლისი, 2014 • • 945
ანონსი – 23 ივლისი

10:00 საათზე სასტუმრო ძველ თბილისში გაიმართება II ქართულ-რუსული ფორუმი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 საათზე თბილისში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (გუდიაშვილის ქუჩა N 7), არასამთავრობო ორგანიზაცია “განსხვავებული უნარების მქონე პირთა გაერთიანების” ინიციატივით იმართება რიგით მეორე, დასკვნითი ფორუმი „შ.შ.მ. პირთა ადვოკატირება ბიზნეს სექტორში მათი დასაქმების მიზნით“ . ღონისძიების მიზანია მომზადდეს წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: სამთავრობო ცვლილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი