“22 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში, ვაზგენ მირზახანიანს შორის.

 

შეხვედრა ეხებოდა თბილისში სომხური ეკლესიის მიმდებარედ 20 ივლისს მომხდარ ფაქტს.

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა და არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს, რასაც თითქმის ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ. თუმცა არიან ერთეული გამონაკლისები, რომლებიც არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც სამწუხაროა.

 

საქართველოს ეკლესია გმობს აღნიშნულ ინციდენტს და დაპირისპირებაში მონაწილეთ სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ამასთან იგი, როგორც ყოველთვის, შეეცდება ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას და ქვეყანაში არსებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას,”- წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც 19 ივლისს ეკლესია დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა, რის შედეგადაც სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 125–ე, ცემის მუხლით დაიწყო.  ეპარქია კი მოითხოვს, რომ საქმე როგორც ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული გამოიძიონ:

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *