ახალი ამბები

ღარიბაშვილმა მინისტრების წარდგენის დრო შეცვალა

22 ივლისი, 2014 • • 928
ღარიბაშვილმა მინისტრების წარდგენის დრო შეცვალა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დათხოვნილი მინისტრების პოსტებზე კანდიდატები დღეს, 22 ივლისს, 15:00 საათზე უნდა დაესახელებინა. 

 

ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გუშინ, 21 ივლისს დაითხოვა. 

 

თანამდებობა დატოვეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ, გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ.

 

“ჩვენ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ, სხვა ტემპებია საჭირო, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები. მთავრობის საქმიანობაში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთავარია მოხდეს ამ ხარვეზების დროული გამოვლენა და დროული ცვლილება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ეს საკითხი მათ 20 ივლისს კოალიციის პოლიტსაბჭოზე განიხილეს, სადაც მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოიწონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი