ახალი ამბები

კობახიძე: თუ რაიმე ეჭვი აქვს ეკა ბესელიას, ამაზეც უნდა გვქონდეს რეაგირება

29 იანვარი, 2019 •
კობახიძე: თუ რაიმე ეჭვი აქვს ეკა ბესელიას, ამაზეც უნდა გვქონდეს რეაგირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცავებს მოუწოდებს, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი შესაძლო კადრების გავრცელების საქმე დეტალურად გამოიძიონ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გვრცელება ამორალურია და მას პირადი კომუნიკაცია აქვს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელებთან :

“მე მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელებთან და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ბოლომდე ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები ამ ყველაფრის და აუცილებლად უნდა დადგინდეს ზედმიწევნით, ზუსტად, თუ რასთან გვაქვს საქმე”, – ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, მან არ იცის, რას გულისხმობდა ბესელია საკუთარ განცხადებაში, თუმცა, თუ მას რაიმე ეჭვი აქვს, რეაგირება ამაზეც უნდა მოხდეს.

ეკა ბესელიას ღია წერილი საზოგადოებას

ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი შესაძლო კადრების გავრელებაზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი