22 ივლისს, 11.00 საათზე სასტუმრო “რედისონში” იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არბიტრაჟის შესახებ კანონპროექტს ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს. შეხვედრას დაესწრება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

22 ივლისს, 11:00 საათზე სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ფოტო და ვიდეო გადაღების უფლების მინიჭების თაობაზე განცხადებას გააკეთებს

 მის: ნინო რამიშვილის #6     

22 ივლისს 11:30  ,,პრაიმტაიმის’’ პრესკლუბში უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტი და ლევონ ისახანიანის მიერ ქართულ-სომხური ურთიერთოების ხელოვნურად დაძაბვის პროვოცირება

 

22 ივლისს 12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

22 ივლისს 13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში კოალიცია „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ერთერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: საკადრო ცვლილებები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

 

22 ივლისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, ბიზნესმენები, მამუკა ხაზარაძე,  კურტ კონტი და დიმიტრი ტვილდიანი გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას, რომელზეც ჟურნალისტებს მიაწვდიან ინფორმაციას თბილისში უმსხვილესი ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყების შესახებ.  

 

22 ივლისს, 15:00 საათზე, “თიბისი ბანკის” სათავო ოფისში, ბანკის „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაცია გამართავენ კონფერენციას თემაზე: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევები და შესაძლებლობები ქართული კომპანიებისთვის.

მის: მარჯანიშილის 7, თიბისი გალერეა, მე-4 სართული

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *