ახალი ამბები

ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

28 იანვარი, 2019 • 1227
ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ173 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო, კმ90-კმ173 (დიზი-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი