ახალი ამბები

BBC: მოლდოვა რუსეთში ხილს და კონსერვს ვეღარ შეიტანს

21 ივლისი, 2014 • • 991
BBC: მოლდოვა რუსეთში ხილს და კონსერვს ვეღარ შეიტანს

ხილთან დაკავშირებით დროებითი აკრძალვა დღეს, 21 ივლისს შევიდა ძალაში და მოლდოვა რუსეთში ვეღარ შეიტანს შემდეგი სახეობის ხილს: ვაშლი, მსხალი, კომში, გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ნექტარინები, ქლიავი და ღოღნოშო. ქვეყანაში ამ პროდუქტის ხელბარგით შეტანაც აიკრძალა.

 

რაც შეეხება ბოსტნეულის კონსერვს, ამ პროდუქტის შეტანაზე აკრძალვა სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა 18 ივლისს დააწესა.

 

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მოლდოვადან პროდუქტის იმპორტისას გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, მათი განცხადებით, მოლდოვადან შეტანილ პროდუქტს ჰქონდა ეტიკეტირების, წონის შეუსაბამობის, მარკირების და სხვა დარღვევები.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია 2 ივლისს მოახდინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი