როგორც ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საუბარია 2013 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც გამოძიების მტკიცებით, ახალაიას ცოლის ძმამ თავისუფლება ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის [ალდაგი] თანამშრომელს აღუკვეთა. გამოძიების ცნობით, იმ პერიოდში ნადარეიშვილის მანქანა, რომელიც ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში იყო დაზღვეული, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა, კომპანიამ მას სადაზღვევო ხარჯებით უზრუნველყოფა შესთავაზა, თუმცა მან პირობები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია, სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელს თავისუფლება აღუკვეთა და თანხის გამოძალვა სცადა.
ზემოხსენებული დაკავების შესახებ ინფორმაცია ანი ნადარეიშვილმა ფეისბუკის მეშვეობით გაავრცელა:
