უმრავლესობის აზრით, ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას – NDI

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, იმედი და რ2 ყურებადობის თვალსაზრისით TOP სატელევიზიო არხებია, საიდანაც პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ადამიანები ინფორმაციას იღებენ.

რაც შეეხება მათდამი ნდობას, უმრავლესობა ამ საკითხს ნეიტრალურად უყურებს.

უმრავლესობა (64%) იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართული ტელევიზიები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას.

რაც შეეხება ჩაშლილ მონაცემებს, NDI-ის თანახმად ამ კუთხით ყველაზე უარესი მაჩვენებელი რ2-ს აქვს მეორე ადგილზე იმედია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com