შეხვედრას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციებიც ესწრებოდნენ. აღნიშNულ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის პატრიარქმა კირილმა უმასპინძლეს და სწორედ მათ მიმართეს შეკრებილ სტუმრებს. მიმართვის ტექსტს ოფიციალური კრემლი ავრცელებს:
” სერგეი რადონეჟელის მასშტაბმა არაერთ თაობაზე და ეპოქაზე იქონია გავლენა. იგი პატრიოტული, ეროვნული და ზნეობრივი გაჯანსაღების მთავარი ინსპირატორი, მართლმადიდებელი ეკლესიის გამაძლიერებელი და მონასტრების მშენებელია, რომლებიც არა მხოლოდ სულიერების ცენტრი, ასევე რუსეთის ჭეშმარიტი ძლიერების გამომხატველია. უკვე შვიდი საუკუნეა, წმინდა სერგეის ცხოვრება შთააგონებს და ნათელს ფენს ჩვენს გონებასა და გულს. უხსნის გზას რწმენისკენ, სიყვარულისა და სიკეთისკენ. სერგეი რადონეჟელი, ეს ის გასაღებია, რომელიც რუსეთის გაგებისკენ გვიბიძგებს, მისი პრინციპების, ერთობის ისტორიული ტრადიციების გაგებისკენ. ზუსტად ამ ერთობაში, სიმართლესა და სამართლიანობაშია რუსეთის ძალა, მისი დიადი წარსული, აწმყო და მომავალი”.– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ამსტერდამი–კუალა–ლუმპურის ავიარეისს ასრულებდა, 17 ივლისს რუსეთ–უკრაინის საზღვართან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ბუკით ჩამოაგდეს 10 კილომეტრის სიმაღლიდან. “ბიბისის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 295 ადამიანი იმყოფებოდა – 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა. ამერიკიშ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრანაში მომხდარი ავიაკატასტროფა უკრაინის კრიზისის პირობებში მოხდა, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა საპატრიარქოს წარმომადგენლებს, თუმცა არც პატრიატქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა და არც პროტოპროსვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

