ახალი ამბებისამართალი

ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე დააკავეს

26 იანვარი, 2019 • 2940
ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

სააგენტოს განცხადებით, გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თეიმურაზ ჩაჩუას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქრთამის აღების ბრალდებით წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი