ახალი ამბები

კიევი: სეპარატისტები თვითმფრინავის კატასტროფის მტკიცებულებების განადგურებას ცდილობენ

19 ივლისი, 2014 • • 947
კიევი: სეპარატისტები თვითმფრინავის კატასტროფის მტკიცებულებების განადგურებას ცდილობენ

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC–ის რუსეთის საინფორმაციო სამსახური ავრცელებს

 

“ხელისუფლების არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა 38 გარდაცვლი ადამიანის გვამი დონეცკში მდებარე მორგში გადაიტანეს, სადაც ექიმები მკვეთრად გამოხატული რუსული აქცენტით აცხადებენ, რომ ისინი დამოუკიდებლად გაკვეთავენ გარდაცვლილთა გვამებს”– ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ამას გარდა, უკრაინის ხელისუფლებას სჯერა, რომ სეპარატისტები ეძებენ დიდ სატრასნპორტო საშუალებებს, რათა თვითმფრინავის განადგურების შედეგად დარჩენილი ნამსხვრევები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანონ. ეუთოს განცხადებით კი, მათი წარმომადგენლები თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე არ შეუშვეს.

 

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, მიმდინარე მოვლენების შესახებ უკვე აცნობეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს.   

 

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ამსტერდამი–კუალა–ლუმპურის ავიარეისს ასრულებდა, 17 ივლისს რუსეთ–უკრაინის საზღვართან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ბუკით ჩამოაგდეს 10 კილომეტრის სიმაღლიდან. “ბიბისის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 295 ადამიანი იმყოფებოდა – 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი