“ჩვენ ჯერ არ ვიცით ყველა გარემოების შესახებ, თუმცა ვიცით, რომ ეს მოხდა უკრაინის კრიზისის პირობებში. უკრაინის კრიზისს კი ცეცხლს ასხამს რუსეთი, რომელიც უკრაინელ სეპარატისტებს მხარს უჭერს შეიარაღებითა და წვრთნებით”, – აცხადებს “თეთრი სახლი” Reuters-ის ცნობით.
ბარაკ ობამას თქმით, აშშ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს იმის გარკვევაში, თუ რატომ ჩამოვარდა ამსტერდამისკენ მიმავალი თვითმრინავი.
მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწფიოებმა ხაზი გაუსვეს მიუკერძოებელი, სიღრმისეული და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, რომელიც წარიმართება საერთაშორისო საავიაციო პრინციპების დაცვით, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გაერო ავრცელებს.
გაეროს უშიშროების საბჭო იმედოვნებს, რომ გამოძიება, რომელსიც ყველა მხარე ჩაერთვება, გამოიკვლევს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა სხდომის დაწყებამდე პატივი მიაგეს ავიაკატასფროფის შედეგად დაღუპულებს და მათი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მიუსამძიმრეს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პოლიტიკის საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა აღნიშნა, რომ გაერო მზადაა კოორდინაცია გაუწიოს იმ ჯგუფის შექმნას, რომელიც უკრაინის ოფიციალურ პირებს დაეხმარება საგამოძიებო საქმიანობის წარმოებაში.
გაეროს უშიშროების საჭოს სხდომა მას შემდეგ მოიწვიეს, რაც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკთან ახლოს ჩამოვარდა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი, რომელიც კუალა-ლუმპური-ამსტერდამის რეისს ასრულებდა. ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, თვითმფრინავი პრორუსმა აჯანყებულბმა ჩამოაგდეს. ხოლო რუსეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.
