შტეფან ფულე აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ არის ისტორიული მოვლენა:

 

“მე მოვედი საქართველოს პარლამენტში იმისათვის, რათა ისტორიულ პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მომეცეს. ევროკავშირის პოლიტიკური წევრობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ამბიციური შეთანხმების რატიფიცირება არის ბაზისი საქართველო ევროპისკენ სწრაფვისა და პირიქით – ევროპის სწრაფვისა საქართველოსკენ.

ასევე, მოვედი იმისთვის, რათა დავარწმუნო პარლამენტარები და მათი საშუალებით საქართველოს ყველა მოქალაქე, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით ამ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხში, რაც არის რეფორმების საწინდარი, არის ინვესტიცია მომავალში, რაც არის გზა თქვენი ქვეყნის მოდერნიზებისკენ.”

შტეფან ფულე
შტეფან ფულე

პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომა, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოხდეს, 12 საათზე დაიწყო.

 

პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან, რის გამოც პარლამენტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. 

 

პარლამენტარებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააცნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მათი პრეზენტაციის შემდეგ სიტყვით გამოდიან პარლამენტარები. ამ გამოსვლების შემდეგ სხდომა დასრულდება და გაიმართება საზეიმო მიღება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *