ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, სუვერენული უკრაინის ტრაგედიაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

18 ივლისი, 2014 • • 939
უსუფაშვილის თქმით, სუვერენული უკრაინის ტრაგედიაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

“დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე, პარლამენტის სახელით, თქვენი სახელით  ნება მომეცით გამოვხატო უკიდურესი მწუხარება იმის თაობაზე, რაც გუშინ მოხდა,- მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუუპულია 300 -მდე უდანაშულო ადამიანი, მგზავრები, ეკიპაჟის წევრები, და ეს ყველაფერი მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე კარგა ხანია მიმდიმარეობს საომარი მოქმდებები, სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე, რომელზეც საომარი მოქმდებები ხორციელდება სეპარატისტების, ტერორისტებისა და გარე ძალების მხარდაჭერა ამ საკითხში სრულიად აშკარაა.


საქართველოს პარლამენტი ერთხმად ვუერთდებით მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის, ყველა მოქალაქის ერთსულოვან განწყობას იმის თაობაზე, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება, და დამნაშწვე პირები, პოლიტიკური ძალები თუ სახელმწიფოები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. გთხოვთ წუთეირი დუმილით პატივი ვცეთ უდანაშაულო მორგი მსხვერპლს, რომელც ეწირება შეიარაღებულ კონფლიქტებს,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ამსტერდამი–კუალა–ლუმპურის ავიარეისს ასრულებდა, გუშინ, 17 ივლისს რუსეთ–უკრაინის საზღვართან კატასტროფა განიცადა. 

 

 “ბიბისის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 295 ადამიანი იმყოფებოდა – 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა. უკრაინელი სამხედროები და რუსი ბოევიკები დონეცკთან მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი