ახალი ამბები

კალაძე: მოვახერხეთ ინვესტორთან შეთანხმება, ვაკის პარკში არაფერი აშენდება

25 იანვარი, 2019 •
კალაძე: მოვახერხეთ ინვესტორთან შეთანხმება, ვაკის პარკში არაფერი აშენდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სასტუმრო “ბუდაპეშტის” ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ვაკის პარკში არაფერი აშენდება. მისი თქმით, მერია ინვესტორებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმდა, თუმცა, რა ტერიტორიაზე აშენდება სასტუმრო ვაკის პარკის ნაცვლად, კალაძეს არ დაუკონკრეტებია.

კალაძემ მოქალაქეებსა და აქტივისტებს, რომლებიც სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ, მადლობა გადაუხადა:

“დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებლებთან. მე მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. ჩვნ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება”, – ამბობს კალაძე.

რაც შეეხება შეთანხმების პირობებს, მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია ადგილმონაცვლეობაზე, დეტალები კი სამუშაო პროცესში დაზუსტდება.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია “ნეტგაზეთის” არქივიდან:

გაურკვევლობა ვაკის პარკში – აშენდება თუ არა სასტუმრო “ბუდაპეშტი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი