საქართველოს 55 მოქალაქე ქვეყანაში გერმანიიდან იძულებით დააბრუნეს. სპეციალური რეისი დუსელდორფიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 24 იანვარს დაეშვა. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში რეადმისისს შესახებ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში დააბრუნეს, იმის საფუძველზე, რომ ისინი გერმანიის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის პირობებს არღვევდნენ.