ახალი ამბები

პირველი კადრები მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილიდან

17 ივლისი, 2014 • • 1124
პირველი კადრები მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილიდან

ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. 

დონეცკთან მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფა
დონეცკთან მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფა

“ბიბისის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 295 მგზავრი იმყოფებოდა. 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა. 


მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ამსტერდამი–კუალა–ლუმპურის ავიარეისს ასრულებდა რუსეთ–უკრაინის საზღვართან კატასტროფა განიცადა. 


მალაიზიის ავიახაზების ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟთან კონტაქტი ამსტერდამიდან გამოფრენის შემდეგ გაწყდა. 

 

საინფორმციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, მალაიზიის თვითმფრინავი დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. ამ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მოადგილე გერასჩენკო “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

 

“თვითმფრინავი საზენიტო–სარაკეტო დანადგარი “ბუკ”–ით ჩამოაგდეს.” 

 

ავიაკომპანიებმა- Lufthansa  და  Air France  უსაფრთხოების მიზნით უკრაინის ავიასივრცის გამოყენებაზე უარი განაცახდეს. 

დონეცკთან მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფა
დონეცკთან მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფა

მასალების გადაბეჭდვის წესი